Jump to content

ზედმიწევნითი შესავალი ადამიანის სიკვდილში | ნაწილი 1

Recommended Posts

საახალწლოდ, გადავწყვიტე გამომეშვა სერიები ადამიანის დეკომპოზიციაზე და იმაზე რაც ხდება სიკვდილის პირველი წამიდან მოყოლებული გვამის სრულ მუმიფიკაციამდე.
ვიცი რომ ბევრს ტიკტოკის ტვინები გაქვთ ამიტომ სერიები იქნება მოკლე და მაქსიმალურად კონკრეტული.

ვენერა ნაბოზარ ობოლაშვილი ადამიანის სიკვდილისუნარიანობას ცხვირთან სარკის მიტანით და შემდეგ ორთქლზე დაკვირვებით (კონდენსაციით) ადგენს.
თუმცა, არსებობს ბევრად სანდო და დროით შემოწმებული მეთოდები. ერთ-ერთი გულისხმობს პოტენციური მკვდრის თითზე ძაფის მყარად მოხვევას და თითზე დაკვირვებას; თუ თითი გალურჯდა და შესივდა ესეიგი სისხლის მიმოქცევა ჯერ ისევ არის ergo ადამიანი არც ისე მკვდარია.
სარკით რომ სიკვდილის დადგენა აზრიანი იყოს, გულმოდგინე ბუდისტების და იოგის ექსპერტების ცოცხლად დამარხვა მოგვიწევდა.
ადამიანის ცოცხლად დამარხვა რა თქმა უნდა ბევრ კულტურაში გვხვდება როგორც ჩვეულება და ასევე სასჯელი. საქართველოს კონკრეტულ “თურქიფიცირებულ” მიწებზეც დღის წესრიგში იყო ეს სულ რაღაც 15-20 წლის წინ (დეტალებში არ შევალ). ყველაზე ხოშიანი მაგალითი ცოცხლად დამარხვის, როგორც სასჯელის, მოდის ფეოდალური რუსეთიდან სადაც ქმრის მკვლელ მანდილოსნებს მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე სჯიდნენ ცოცხლად დამარხვით.
შემდეგ რუსები ლმობიერები გახდნენ და 1689 წლიდან უბრალოდ თავს აჭრიდნენ.
დავუბრუნდეთ სარკეს.
ზოგადად, თუ შენს წინაშე ადამიანია და ზუსტად არ იცი მკვდარია თუ არა, როგორც წესი….. ბევრად დიდი პრობლემები გაქვს ვიდრე სიკვდილის დამადასტურებელი მეთოდების არცოდნა.

ნაწილი 1
აუტოლიზი (თვითმონელება)
სიკვდილზე ბევრნაირად შეიძლება საუბარი და ფილოსოფიზირება, მაგრამ ვეცდები რაც შეიძლება კონკრეტულად და პრაქტიკულად ვისაუბრო მასზე.
დროის დასაზოგად მოდი სიკვდილი დავყოთ ორ ეტაპად:
სომატური სიკვდილი და მოლეკულური სიკვდილი.
სომატურ სიკვდილს ხშირად კლინიკურ სიკვდილსაც ეძახიან, რაც გულისხმობს ტვინის, გულის და ფილტვების ფუნქციის შეწყვეტას.
თუმცა, სომატური სიკვდილის დროს კუნთები ჯერ ისევ რეაგირებენ ელექტრო სტიმულზე.
ამის გადამოწმებას ბუნებრივია არავის გირჩევთ, უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ.
ასევე, მთავარი კოზირი სომატური სიკვდილის მდგომარეობს ორგანოების ვარგისიანობაში გადანერგვისთვის.
მოლეკულური სიკვდილი დგება სომატური სიკვდილის შემდეგ რამოდენიმე წუთში, რაც იმას ნიშნავს რომ გვამი ვარგისია for shit.
უჯრედები, ორგანოები, ქსოვილები და ყველაფერი წყვეტს ფუნქციონირებას და ამ ეტაპზე ადამიანს თავად ღმერთიც კი ვეღარ უშველის.

… რა თქმა უნდა ყველა უჯრედი ერთი და იგივე ტემპით არ კვდება.
ნეირონებს მხოლოდ 37 წუთი სჭრიდებათ სრული სიკვდილისთვის მას შემდეგ რაც ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება. ხოლო ავადმყოფური, ბდსმ, სექსის დროს მხოლოდ 5 წუთით კი (არცკი) მეორე ადამიანის დახრჩობის საკმარისია რომ ის სამარადისოდ გამოემშვიდობოს უამრავ მოგონებას და ნეირონს.

ესეიგი, ჟანგბადი სხეულს აფრენდზონებს და სისხლს მიმოსვლა აღარ უნდა.
დადგა სიკვდილი!
რა ხდება შემდეგ?!
პირველ მოვლენად ავიღოთ ალგორ მორტისი (Algor mortis) რაც ლათინურად ნიშნავს სიკვდილის სიცივეს 🥶. ალგორ მორტისი გულისხმობს სხეულის ტემპერატურის დაცემას (ან უდაბნოს შემთხვევაში მატებას) სანამ სხეულის ტემპერატურა არ დაემთხვევა გარემოს, ანუ ამბიენტურ, ტემპერატურას.
ტემპერატურა როგორც წესი ერთ-ერთი გასაღებია პოსტ მორტემ ინტერვალის, ანუ სიკვდილის დროის, დასადგენად.
ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება გარდაცვლილის პროჭი.
მეთოდი/ფორმულა შემდეგია:
სხეულის ნორმალური ტემპერატურა – პროჭის ტემპერატურა / ტემპერატურის ვარდნის სიჩქარე საათში (1.5 არის ტემპერატურის დღიური ვარიაცია).
წყარო 1, წყარო 2, წყარო 3 -(ასევე საინტერესო).

აუტოლიზი იწყება სიკვდილიდან მალევე როგორც მექანიზმი თვითმონელების, საკუთარი თავის შიგნიდან გამოჭმის.
როგორცკი უჯრედის მემბრანები ირღვევა თამაშში შემოდიან ლიზოსომები, ეგეთი პატარა განყოფილება რაც ყველა ევკარიოტული უჯრედის ნაწილია, და უშვებენ ლიზოსომურ ფერმენტებს.
ფერმენტები წარმოიდგინე როგორც პატარა ჯარისკაცები რომლებიც რაღაც მოქმედებას ასრულებენ.
ისევე როგორც აპოკალიფსს ჰყავს თავისი ოთხი მხედარი, ასევე ლიზოსომები უშვებენ ოთხ აპოკალიფსის მომასწავლებელ ფერმენტს რომლებიც შემდეგ ყველაფერს აუბედურებენ.
1. პროტეაზები – შლიან პროტეინებს პეპტიდებად და ამინომჟავებად.
2. ნუკლეაზები – ოო… ეს პირდაპირ დნმს და რნმს ურტყავს. ნუკლეაზები შლიან ნუკლეინის მჟავებს ნუკლეოტიდებად.
3. ლიპაზები – შლიან ლიპიდებს (ცხიმებს) ცხიმოვან მჟავებად.
4. გლიკოზიდაზები – ნახშირწყლებს და გლიკოპროტეინებს შლიან მარტივ შაქრებად.
და …. მორჩა, იყო კაცი აღარაა კაცი.
ესეც რა თქმა უნდა ხდება სომატური სიკვდილის შემდეგ!
როდესაც ეს ლიზოსომური ფერმენტები ყველაფერ წმინდას არღვევენ, შლიან და ნახშირბადის შემცველი ნაერთები უჯრედებში იშლებიან (ნახშირწყლები, ლიპიდები და ცილები), წარმოიქმნება გადაჭარბებული რაოდენობის ნახშირორჟანგი CO₂.
ნახშირორჟანგი მარტივად რომ ვთქვათ ეგეთი გაზია, აირია, გემოზე საკმაოდ მჟავე და შესაბამისად გარდაცვლილშიც მჟავე გარემოს ქმნის 😬
ბევრი იდიოტისგან მსმენია რომ ეს სწორედ ის აირია რომლის გამოც მიცვალებულის გარშემო ხეები იზრდებიან, რაც სისულელეა. დიდი წვლილი ნამდვილად არ შეაქვს.
ნახშირორჟანგი ასევე მიზეზია რატომაც აუტოლიზის და ხრწნის შემდეგ ეტაპებზე გვამს ასეთი… უსიამოვნო სუნი სდევს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნახშირორჟანგი არის აუტოლიზის პროცესის გვერდითი პროდუქტი, ისაა ბიოქიმიური და მიკრობული რეაქციების რთული ნაკრების მხოლოდ ერთი კომპონენტი, რომელიც ხდება ხრწნის დროს. საერთო პროცესი მოიცავს უჯრედული სტრუქტურების დაშლას, სხვადასხვა გაზების გამოყოფას და საბოლოოდ სხეულის კაპიტალურ ხრწნას.

სიკვდილის შემდეგ, დაახლოებით 2-6 საათში იწყება კიდევ ერთი საინტერესო და შეუიარაღებელი თვალისთვისაც კი მარტივად შესამჩნევი პროცესი რიგორ მორტისი (Rigor Mortis), კუნთების გამკვრივება/გამაგრება.
გამაგრების ფრაიმში 12-24 საათისკენ შედის და შემდეგ ნელ-ნელა კვლავ რბილდება და ფუმფულდება გვამი.
ეს გამოწვეულია ბიოქიმიური ცვლილებების რთული სერიით, რომელიც ხდება კუნთოვან ქსოვილში. ამ გლამურless გამაგრების ხელშემწყობი მთავარი ფაქტორია ადენოზინტრიფოსფატის დაქვეითება, რომელიც არის უჯრედების ენერგეტიკული ვალუტა.
სიკვდილის შემდეგ ადენოზინტრიფოსფატის მარაგი იწურება და ნორმალური ბიოქიმიური პროცესები, რომლებიც ენერგიას მოითხოვს, ვეღარ გრძელდება.
ცოცხალ კუნთოვან უჯრედებში ადენოზინტრიფოსფატი საჭიროა კუნთების შეკუმშვის დროს აქტინის ძაფებისგან მიოზინის თავების გამოყოფისთვის. ხოდა როდესაც ადენოზინტრიფოსფატი აღარ არის ხელმისაწვდომი, მიოზინის თავები რჩება შეკრული აქტინთან და ქმნის ჯვარედინ ხიდებს.
მერე ამ ჯვარედინი ხიდების ფორმირება დაშლის უნარის გარეშე მიოზინისა და აქტინის ძაფებს შორის იწვევს კუნთების გამაგრება. და სწორედ ეს გამაგრება არის rigor mortis.

სანამ “მორტისებზე” დავასრულებთ საუბარს საჭიროა რომ ბოლო “მორტისიც” ვახსენოთ:
ლივორ მორტისი (Livor Mortis).
ასევე ხოშიანი და მარტივად დაკვირვებადი პოსტ მორტემ (სიკვდილის შემდგომი) მოვლენა, რაც არის პროცესი, რომლის დროსაც სისხლი მიდის სხეულის ქვედა ნაწილებში, ანუ გრავიტაცია სადაც ქაჩავს, რაც ქმნის კანის მოწითალო-იისფერ შეფერილობას. ლივორ მორტისი როგორც წესი იწყება სიკვდილიდან 30 წუთში (ზოგჯერ 2 საათშიც), ხოლო ფერი ძლიერდება მომდევნო 4-6 საათის განმავლობაში.
სიკვდილის დადგომიდან პირველი ორი საათის მანძილზე, როგორც წესი ეს შესამჩნევი არაა.

მეორე ნაწილი მალე დაიდება.

death moving GIF

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
On 3/6/2024 at 5:56 PM, NIKO SVANIDZE თქვა:

Wow. წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ გამომრჩა, ძალიან კარგად იყო ყველაფერი ახსნილი და რომ ამბობ, ეს პირველი ნაწილია, წარმომიდგენია რამდენი რამ არ ვიცი კიდევ, მეორე ნაწილიც საინტერესო იქნებოდა, კიდევ რამდენჯერმე გადავხედავ ამას რომ კარგად ჩამიჯდეს გონებაში 

Link to comment
Share on other sites

ჩაერთე საუბარში!

შეგიძლია ახლა დაპოსტო და მოგვიანებით დარეგისტრირდე. თუ ექაუნთი უკვე გაქვს, გაიარე ავტორიზაცია რათა დაპოსტო შენი პროფილით.

სტუმარი
დააკომენტარე პოსტზე...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   შენი წინა კონტენტი აღდგენილია.   რედაქტორის გასუფთავება

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი ახალი...